მოიგე iPhone 15

1. აქციის ზოგადი აღწერა

1.1 აქციის მიზანია, ალმალის პოპულარიზაცია და მომხმარებლების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა. აქციაში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ალმალის პლატფორმაზე https://almal.ge/ დარეგისტრირებული მომხმარებლები.

1.2 აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ალმალის ის მომხმარებლები, რომლებიც 2024 წლის 1 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით გააფორმებენ ხელშეკრულებას და ისარგებლებენ ალმალის მომსახურებით

1.3 აქციის ფარგლებში გასაცემი საჩუქარია Iphone 15

 

2. აქციის პერიოდი და თარიღი

2.1 აქცია ჩატარდება 2024 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

2.2 გამარჯვებული გამოვლინდება 2024 წლის 1 მაისს

2.3 აქციის განმავლობაში გამოვლინდება საჩუქრის მფლობელი ალმალის მომხმარებლებს შორის, რაც დამოკიდებულია ალმალის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებაზე, პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია აღწერილია აქციაში მონაწილეობის მიღების პირობებში.

 

3. აქციაში მონაწილეობის პირობა

3.1 აქციაში მონაწილეობას მიიღებს ფიზიკური პირი, რომელიც აქციის მიმდინარეობის პერიოდში ალმალის პლატფორმაზე https://almal.ge/ გააფორმებს ხელშეკრულებას და ისარგებლებს ალმალის მომსახურებით.

3.2 აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს ფიზიკური პირი, რომელსაც არ ექნება გამოწერილი/დაფოლოვებული ალმალის ოფიციალური Facebook გვერდი https://www.facebook.com/almalgeorgia

3.3 მომხმარებელს (ფიზიკურ პირს) აქციის ფარგლებში საჩუქრის მიღების შესაძლებლობა გაეზრდება, თუ იგი აღნიშნულ პერიოდში რამდენჯერმე ისარგებლებს ალმალის მომსახურებით. ყოველი გაფორმებული ხელშეკრულება ცალკე დაემატება გათამაშების სიაში.

3.4 აქციაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია პლატფორმის https://almal.ge/ როგორც დესკტოპ, ასევე, მობილური ვერსიებიდან.

 

4. საჩუქრების გადაცემის პროცესი

4.1 მომხმარებელს საჩუქრის შესახებ ინფორმაცია მიუვა აქციის ყველა წინაპირობის წარმატებით დაკმაყოფილების შემთხვევაში შემდეგი არხებიდან:

• სმს-ით

• სატელეფონო შეტყობინებით

 

5. დამატებით პირობები

5.1 ტექნიკური ხარვეზის შედეგად დაფიქსირებული საჩუქარი ბათილია.

5.2 ორგანიზატორი უფლებამოსილია ასევე გააუქმოს საჩუქარი, თუ მომხმარებელმა დაარღვია აქციის წესები და პირობები.

5.3 აქციაში მონაწილეობით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.