ნასყიდობის ფასი

100.00 150.00

გამოსყიდვის და ქირავნობის ვადა 30 დღე

30 დღე30 დღე

გამოსყიდვის და ქირავნობის ფასი  

როგორ მუშაობს

ჩვენი უპირატესობები

სწრაფი განხილვა

თანხის მიღება სახლიდან გაუსვლელად

მარტივი გაცემა

ანგარიშზე გადარიცხვა

ხელსაყრელი პირობები

შეავსე განაცხადი

ჩვენ შევიძენთ თქვენს საკუთრებაში არსებულ მობილურ ტელეფონს გამოსყიდვის უფლებით, რომელიც ქირით სარგებლობაში გადმოგეცემათ განაცხადში არჩეული ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ გამოისყიდოთ ტელეფონი, გააგრძელოთ გამოსყიდვის და ქირავნობის ვადა ან ჩაგვაბაროთ. გაითვალისწინეთ, რომ მობილური ტელეფონის ჩაბარება დაშვებულია მხოლოდ ორიგინალური ქარხნული ყუთით და ქირავნობის ფასის გადახდის შემდეგ.  

აირჩიეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნასყიდობის თანხა, გამოსყიდვის და ქირავნობის ვადა, შეავსეთ ნივთის ნასყიდობის და ქირავნობის განაცხადი. გაიარეთ აქტივაცია, მოაწერეთ ხელი ნასყიდობის და ქირავნობის ხელშეკრულებებს, ისევე როგორც თანხმობას მონაცემების დამუშავების თაობაზე მობილურ ტელეფონზე მიღებული კოდის საშუალებით. 

აუცილებელია გაიაროთ იდენტიფიკაცია. ამისათვის, პირადი საბანკო ანგარიშიდან ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხეთ 0.01 ლარი.

დაელოდეთ გადაწყვეტილებას.

დადებითი პასუხის შემთხვევაში ნასყიდობის თანხა გადმოგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.

პრივილეგიები

მომხმარებლებს აქვთ საშუალება განაცხადში აირჩიონ ნასყიდობის ფასი 150 ლარამდე. თუ გსურთ მეტი თანხის არჩევა, უნდა გახდეთ სტატუსის Old, Bronze, Silver, Gold, Platinum ან Diamond მფლობელი. Old სტატუსის მქონე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს 250 ლარამდე, Bronze სტატუსის მქონე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს 400 ლარამდე, Silver სტატუსის მქონეს 500 ლარამდე, Gold სტატუსის მქონეს 600 ლარი, ხოლო Platinum და Diamond სტატუსის მქონეს - შესაბამისად 800 და 1250 ლარი. სტატუსების ზრდის მიხედვით მცირდება ქირავნობის გადასახადი. 

მოთხოვნები

ჩვენი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ 20-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს.