ნივთის ქირავნობის ხელშეკრულება

სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებით, წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს დამქირავებელს დროებით სარგებლობაში ნივთი, ხოლო დამქირავებელი უფლებამოსილია ისარგებლოს აღნიშნული ნივთით და გადაიხადოს ქირა ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

დამქირავებელი ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე ხელშეკრულებას სრულად, შეავსოს და ელექტრონულად დაეთანხმოს განაცხადს, რითაც იმავდროულად ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს წინამდებარე ხელშეკრულებას და სრულად ეთანხმება მას.

1. წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები და განმარტებები

დამქირავებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სრულად გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებას, ეთანხმება მას და სურს ნივთის ქირავნობა ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.

გამქირავებელი - შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო ნომერი 405166975, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის მეორე მიკრო რაიონი, პირველი კვარტალი, კორპუსი 1ა, ბინა 24, ელ. ფოსტა: info@almal.ge;

მხარე - გამქირავებელი ან დამქირავებელი

მხარეები - გამქირავებელი და დამქირავებელი ერთობლივად.

მესამე პირი - ნებისმიერი პირი გარდა მხარეებისა.

ხელშეკრულება - წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც გამქირავებელისა და დამქირავებელს შორის, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, დადებულია ელექტრონული ან სტანდარტული წერილობითი/ზეპირი ფორმით და მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამქირავებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ხელშეკრულების დადებაზე ელექტრონულად ნების გამოვლენა ავტომატურად უთანაბრდება დამქირავებლის ხელმოწერას და იგი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით;

ოფერტი - დამქირავებლის მიერ ნივთის ქირავნობის შეთავაზება.

ხელშეკრულების დადების შეთავაზება (მოწვევა ოფერტზე) - გამქირავებლის მიერ ნივთ(ებ)ის ქირავნობის /სარგებლობაში გადაცემის პირობების საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსება, რომელიც არ წარმოშობს გამქირავებლის ვალდებულებას ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით;

აქცეპტი - დამქირავებლის მიერ ნივთის სარგებლობის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება ხელშეკრულების ხელის მოწერით/თანხმობით. ხელშეკრულება დადებულად ითვლება დამქირავებლის მიერ ნივთის სარგებლობის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენის მომენტიდან, რითაც დასტურდება დამქირავებლის მიერ პირობების გაცნობისა და გამქირავებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი.  აღნიშნულით ასევე დასტურდება დამქირავებლის თანხმობა, რომ გამქირავებელმა დამქირავებლის მიერ მითითებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია გამოიყენოს  თავისი უფლებ(ებ)ის დაცვის მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, იმ ფარგლებში, რაშიც აღნიშნული აუცილებელია გამქირავებლის სამეწარმეო ინტერესების დასაცავად, ამასთან, ნებისმიერ დროს მოიძიოს/გადაამოწმოს იგი

ნივთი - ნივთის ქირავნობის/სარგებლობის შეთავაზებაში მითითებული ნივთი თავისი მახასიათებლებით.

ქირავნობის ფასი/ქირა - ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთის ქირავნობის/სარგებლობის ღირებულება/საფასური.

ქირავნობის ვადა - შეთავაზებაში მითითებული ქირავნობის ვადა.

ხელშეკრულების ვადა - წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

ნივთის საბაზრო ღირებულება - გამქირავებლის მიერ ნივთის ნასყიდობაში გადახდილი თანხა.

პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება გამქირავებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის არაჯეროვნად შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ჯარიმა -  ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება დამქირავებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თითოეულ შემთხვევაზე ერთჯერადად.

გამქირავებლის საბანკო ანგარიში - გამქირავებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც გახსნილია საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკში და რომლის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია გამქირავებლის ვებ-გვერდზე.

დამქირავებლის საბანკო ანგარიში - დამქირავებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელიც გახსნილია საქართველოს რომელიმე კომერციულ ბანკში და რომელიც მითითებულ იქნება დამქირავებლის მიერ ან რომლიდანაც ხორციელდება გადახდები გამქირავებლის ანგარიშ(ებ)ზე.

გამქირავებლის ვებ-გვერდი - ვებ-გვერდი www.almal.ge, რომლის საშუალებითაც დამქირავებელს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს ხელშეკრულების პირობებს და განახორციელოს სხვა ნებადართული მოქმედება და სხვ;

პერსონალური კოდი - გამქირავებლის მიერ დამქირავებლისათვის მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება დამქირავებლის იდენტიფიცირებისათვის;

კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

2. დამქირავებლის განცხადებები და გარანტიები

დამქირავებელი ადასტურებს, რომ:

ა) გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა.

ბ) არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ.

გ) არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს გამქირავებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან;

დ) არ მოქმედებს მესამე პირის სახელითა და დავალებით;

ე) სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

ვ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და არის საქართველის მოქალაქე ფიზიკური პირი 20-დან 65 წლამდე;

ზ) გაეცნო ამ პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

თ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

ი) აქვს  უნარი, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

კ) გაეცნობა  წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაადასტურებს აღნიშნულ განაცხადს, თუ ხელშეკრულებაში მითითებული პირობები არის მისთვის ზუსტი, სრულად აღქმადი და მისაღები.

ლ) დამქირავებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს გამქირავებელს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა.

მ) ნივთის სარგებლობის პერიოდში უზრუნველყოფს მის მოვლა-პატრონობას, იმგვარად რომ არ შემცირდეს მისი ღირებულება.

ნ) იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად  აღმოჩნდა რომ დაბრუნებული ნივთი ნაკლის მქონეა, გამქირავებლის მოთხოვნისთანავე აუნაზღაურებს სრულად ზიანს.

3. ნივთის ქირავნობის პროცედურა

3.1. დამქირავებელი გამქირავებლის ვებ-გვერდზე ელექტროულად ადასტურებს/აცხადებს თანხმობას ნივთის სარგებლობის შესახებ. 

მობილურ ტელეფონზე მიღებული ხელშეკრულების ხელის მოსაწერი კოდის მითითებით, ისევე როგორც ველის "ვადასტურებ, რომ გავეცანი იდენტიფიკაციის და ქირავნობის ხელშეკრულების პირობებს და ვეთანხმები მათ" და ველის „ვადასტურებ ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთის სარგებლობაში მიღებას“ მონიშვნით, დამქირავებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებასა და გამქირავებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, სრულად აცნობიერებს მათ შინაარსა და სამართლებრივ შედეგებს, მოცემული პირობები მისთვის სრულიად მისაღებია, ეთანხმება მათ და აკეთებს აქცეპტს ამ პირობებით ხელშეკრულების დადების შესახებ.

3.2. დამქირავებლის მიერ ნივთის სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების/დადასტურების შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულება შედის ძალაში.

3.3. ნივთის სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.4. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში  აკრძალულია ნივთის გასხვისება ან/და მისი სხვაგვარი უფლებრივი დატვირთვა.

3.5. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ დამქირავებელს მიღებული აქვს სარგებლობაში ნივთი. ნივთის სარგებლობაში მიღებისთანავე დამქირავებელზე გადადის მისი დაზიანების და განადგურების რისკი.

3.6. დამქირავებელი ვალდებულია ხელშეკრულების ვადის განმავლობაში გადაიხადოს ქირა, რომლის ოდენობა შეადგენს დღეში ნივთის საბაზრო ფასის 3.00 პროცენტს (დღგ-ს ჩათვლით) მომხმარებლებისთვის სტატუსით new, 2.80 პროცენტს (დღგ-ს ჩათვლით) მომხმარებლებისთვის სტატუსით old და 2.50 პროცენტს (დღგ-ს ჩათვლით) სხვა დანარჩენი სტატუსის მქონე მომხმარებლებისთვის.

3.7. ნივთის სარგებლობის, პირობები განთავსებულია გამქირავებლის ვებ-გვერდზე, რაც წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე და არ წარმოშობს გამქირავებლის მიერ ხელშეკრულების დადების ვალდებულებას.

4. ანგარიშსწორების პირობები

4.1. ქირავნობის თანხის გადახდა ხორციელდება გამქირავებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით შესაბამისი დანიშნულების მითითებით.

4.2. დამქირავებლის ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამქირავებლის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის (მათ შორის ჯარიმა, პირგასამტეხლო) სრულად ჩარიცხვის მომენტიდან.

4.3. ანგარიშსწორება ხორციელდება ლარში. სხვა ვალუტაში თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში დამქირავებლის ვალდებულება გამქირავებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება, ხოლო განსხვავებულ ვალუტაში ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება დამქირავებელს გადარიცხვასთან/უკან დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო ხარჯების გამოკლებით. ამასთან, დაუშვებელია გამქირავებლისათვის აღნიშნულ თანხაზე მისივე მფლობელობაში ყოფნის გამო რაიმე სახის სარგებლის მოთხოვნა.

4.4. დამქირავებლის იდენტიფიცირების მიზნით, იგი ვალდებულია, უზრუნველყოს თანხის შეტანისას დანიშნულებაში მისი სახელის, გვარისა და გამქირავებლის მიერ მისთვის მინიჭებული პერსონალური კოდის მითითება.

4.5. თუ გამქირავებელი მიიღებს გადახდას, რომლის ამოცნობა შეუძლებელია, ამოცნობის მომენტამდე დამქირავებლის ვალდებულება გამქირავებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება და გამქირავებელი უფლებამოსილია დამქირავებელს დააკისროს ჯარიმა ან/და პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

4.6. დამქირავებლის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარება ჯარიმა, პირგასამტეხლო, შემდეგ დარიცხული ქირა. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება. დამქირავებელი აცხადებს თანხმობას ვალდებულების შესრულების ზემოაღნიშნულ რიგითობაზე.

4.7. ვალდებულებების სრულად შესრულება  გულისხმობს მხარეთა მიერ ანგარიშსწორებისა და სხვა ვალდებულებების ხელშეკრულების მიხედვით ჯეროვნად განხორციელებას. ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება/შეუსრულებლობა არ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა.

4.8. დამქირავებელი უფლებამოსილია, ნივთი გამოისყიდოს გამოსყიდვის ვადის დადგომამდე. ამ შემთხვევაში დამქირავებელი იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქირავნობის სრულ ფასს.

5. პასუხისმგებლობა

5.1. მხარეები იღებენ ვალდებულებას, აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად  შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

5.2. დამქირავებელი ვალდებულია, შეასრულოს  ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და სრულად აცნობიერებს მათი დარღვევით გამოწვეულ პასუხისმგებლობას. იგი პასუხს აგებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით გამქირავებლისათვის მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე. ზიანის ანაზღაურება დამქირავებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

5.3. დამქირავებელი პასუხს აგებს გამქირავებლის წინაშე  ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე და სისრულეზე, ვებ-გვერდზე დარეგისტრირებისას და ნივთის გაყიდვის განაცხადის შევსებისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ასევე ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მან გამქირავებელს მიაწოდა ხელშეკრულების დადებისას, დადებამდე ან დადების შემდეგ.

5.4. თანხის გადახდის ნებისმიერი ვადის  გადაცილების/დარღვევის შემთხვევაში, გამქირავებელი უფლებამოსილია დამქირავებელს დაარიცხოს ჯარიმა - ნივთის საბაზრო ღირებულების  5 პროცენტი და პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნივთის საბაზრო ღირებულების 1.5 პროცენტი, რომლის ათვლაც დაიწყება დარღვევის დღიდან და გაგრძელდება ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

6. ფორს-მაჟორი

6.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, თუ ამის მიზეზი გახდა ფორს-მაჟორი (გადაულახავი ძალა), რომლის წარმოშობა ხელშეკრულების დადების მომენტში მხარეებს არ შეეძლოთ წინასწარ განესაზღვრათ და თავიდან აეცილებინათ.

6.2. ფორს-მაჟორში მოიაზრება მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებანი, რომლებიც ცვლიან, აჩერებენ ან წყვეტენ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს, ნებისმიერი საომარი მოქმედებანი, აგრეთვე სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან იწვევს არათანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად. ფორს-მაჟორული მოვლენის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.

6.3. თუ ერთ-ერთი მხარე ფორს-მაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. ფორს-მაჟორი არ ათავისუფლებს მხარეებს მისი დასრულების შემდეგ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისგან.

6.4. შეუსრულებელ ვალდებულებაზე დამქირავებელი პასუხის აგებს მთელი თავისი ქონებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

7.1. დამქირავებელი თანახმაა, რომ გამქირავებელმა დაამუშავოს მისი პერსონალური მონაცემები კერძოდ: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი, დაბადების თარიღი, სქესი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, საქმიანობის სფერო, ყოველთვიური შემოსავალი, ინტერნეტ ოქმის მისამართი (IP მისამართი), მიმდინარე ან/და წარსულში აღებული ვალდებულების მოცულობა, მისი შესრულება და სხვა მონაცემები. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედებას, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება გამქირავებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციისა და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას მისი მოძიებისა და ვალდებულებების გადახდევინების მიზნით (მათ შორის სასამართლოსთვის მიმართვის გზით).

7.2. ამ ხელშეკრულებით დამქირავებელი გამქირავებელს ანიჭებს უპირობო და უვადო უფლებას დამქირავებლის პერსონალური მონაცემები მისი დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს მესამე პირებს, მათ შორის: დამქირავებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირ(ებ)ს, პრობლემური ვალდებულებების შესრულებაზე მომუშავე კომპანიებს, ვალდებულებათა პორტფელის შემძენ კომპანიებს, თანხის გადარიცხვის სერვისის მომწოდებელ კომპანიებს და სხვა პირებს. მესამე პირებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა შესაძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციისა და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, გამქირავებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას მისი მოძიებისა და ვალდებულებების გადახდევინების მიზნით (მათ შორის სასამართლოსთვის მიმართვის გზით).

7.3. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მომხმარებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირ(ებ)ს, დამქირავებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ ჯარიმას/პირგასამტეხლოს და ა.შ., ხოლო დავის არსებობის შემთხვევაში - საარბიტრაჟო, სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს.

7.4. დამქირავებელი თანახმაა, ნებისმიერ დროს, შემდგომი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერ სახის სარეკლამო კამპანიას ან/და პრომო აქციას) გამქირავებლისაგან ან/და სხვა პირებისგან მიიღოს ცნობა, წერილი, მოკლე ტექსტური ან ნებისმიერი სხვა შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, დამქირავებლის მიერ მიწოდებულ/ მითითებულ რეკვიზიტებზე. ამასთან, ზემოთაღნიშნული რეკვიზიტების ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილ რეკვიზიტებთან მიმართებაში გამქირავებელი უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება დამქირავებლის შემდგომი თანხმობის გარეშე.

7.5. დამქირავებელი აცხადებს თანხმობას, რომ გამქირავებელი უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, გამოითხოვოს და მიიღოს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ელექტრონული ბაზაში დაცული, მისთვის აუცილებელი, დამქირავებლის პერსონალური მონაცემები.

7.6. დამქირავებელი ადასტურებს და კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ მითითებული საკონტაქტო პირების შესახებ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამქირავებლის მიერ დამუშავების მიზნით მიღებული აქვს ნებართვა მონაცემთა სუბიექტებისაგან.

7.7. ამ ხელშეკრულებით დამქირავებელი გამოხატავს თანხმობას და უფლებას აძლევს გამქირავებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით დაამუშაოს მის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს. ხსენებული ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის მისნისთვის და იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირებისთვის.

7.8. დამქირავებელს გაცნობიერებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

7.9. ამ ხელშეკრულებით დამქირავებელი გამქირავებელს ანიჭებს უპირობო უფლებას მისი პერსონალური მონაცემები დამატებითი შეთანხმების გარეშე მოითხოვოს და მიიღოს სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოსგან“ (ს/კ 204470740), რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან და ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გავრცელება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე და შესრულებული ვალდებულებების შესახებ. გამქირავებელი უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს აღნიშნული ინფორმაცია მხარის გადახდისუნარიანობის შეფასების, წინამდებარე ხელშეკრულების დადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და გამქირავებლის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.

7.10. გამქირავებელი შეაგროვებს/დაამუშავებს დამქირავებლი შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება დამქირავებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7.11. დამქირავებლის მოთხოვნის შემთხვევაში, გამქირავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

8. ხელშეკრულების შეწყვეტა დამქირავებლის ინიციატივით

8.1. დამქირავებელს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:

ა)  დამქირავებელი გადააცილებს ვალდებულების შესრულების ვადას;

ბ) გამქირავებლისათვის ცნობილი ხდება, რომ დამქირავებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შესაბამისად დამქირავებელს შესაძლებელია დაეკისროს მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება არსებული ვალდებულების თანხას, ან დამქირავებელი მოხვდა მოვალეთა რეესტრში და მისი ვალი აღემატება არსებული ვალდებულების თანხას ან/და დამქირავებელი დაპატიმრებულია;

გ) გამქირავებლისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დადებისას დამქირავებელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია;

დ) დამქირავებელი გახდა გადახდისუუნარო.

8.2. გამქირავებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დამქირავებელი ვალდებულია, პირველი მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, დარიცხული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

9. შეტყობინება

9.1. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინება დამქირავებელს შესაძლოა გაეგზავნოს: მის მიერ მითითებულ მისამართზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით ან კომუნიკაციის სხვა ნებისმიერი საშუალებით.

9.2. დამქირავებლის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ დროს შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არცერთი პირი ან პირი უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე.

9.3. შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება დამქირავებლის მიერ მითითებულ მისამართზე, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს ის თუ არა უშუალოდ დამქირავებლის ან მისი ოჯახის წევრს. ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება დამქირავებლისათვის შეტყობინების ჩაბარებად.

9.4. დამქირავებელი ყოველდღე, 09:00 საათიდან 24:00 საათამდე, უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტითა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეტყობინების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.

9.5. 9.1 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს გამქირავებელს. იგი უფლებამოსილია, შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის და გამქირავებელი არ არის უფლებამოსილი, დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ გამქირავებელმა ჩაბარების მცდელობა არ განახორციელა რამდენჯერმე ან რამდენიმე თუ ყველა საშუალებით.

9.6. დამქირავებელი ადასტურებს, რომ თანახმაა გამქირავებელთან ელექტრონული ფორმით ხელშეკრულების დადების შემდგომ მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერა ელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე. დამქირავებელი ინფორმირებულია, რომ გამქირავებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი მიუღებლობა არ ათავისუფლებს მას არსებული ვალდებულების გადახდისაგან.

9.7. თუ იცვლება დამქირავებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, დამქირავებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამქირავებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დამქირავებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება დამქირავებლის მიერ მიღებულად.

9.8. თუ გამქირავებელმა დამქირავებელს მის მიერ მითითებულ ნებისმიერ მისამართზე ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით გაუგზავნა წერილობითი შეტყობინებები ვადაგადაცილების შესახებ ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა შეკვეთილი წერილები, მას აქვს უფლება მოითხოვოს მის გაწეული ხარჯების ანაზღაურება. მხარეები თანხმდებიან, რომ თითოეული გაფრთხილების წერილის გაგზავნის ხარჯი ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალებით წარმოადგენს ფიქსირებულ 20 (ოც) ლარს, რომელსაც დამქირავებელი უხდის გამქირავებელს.

10. უფლებამონაცვლეობა

10.1. გამქირავებელი უფლებამოსილია, დამქირავებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები (მოთხოვნები) ნებისმიერ დროს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუთმოს, გაყიდოს, გადასცეს მესამე პირს დამქირავებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

10.2. დამქირავებელი გამქირავებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.

10.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.

11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

11.1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11.2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით.

11.3. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე.

12. ხელშეკრულებაში ცვლილებადასკვნითი დებულებები

12.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში დამქირავებლის მიერ ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.

12.2. დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებული ქირავნობის ვადის ცვლილების/ვადაგაგრძელების მოთხოვნის შემთხვევაში, იგი ვალდებულია წინასწარ გადაუხადოს დამქირავებელს ნივთის საბაზრო ღირებულების 20 პროცენტი (დღგ-ს ჩათვლით) 10 დღით გაგრძელების შემთხვევაში, 40 პროცენტი (დღგ-ს ჩათვლით)  20 დღით გაგრძელების შემთხვევაში, 60 პროცენტი (დღგ-ს ჩათვლით) 30 დღით გაგრძელების შემთხვევაში რაც სამომავლოდ ჩაითვლება ვადაგაგრძელებული პერიოდის ქირაში. ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ საჭირო თანხის ერთიანად და სრულად შეტანის შემთხვევაში.

12.3. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებლის მიერ დარღვეულია წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები, ვადის ცვლილების/ვადაგაგრძელების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ ვალდებულებების შეუსრულებლობით/არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული/დარიცხული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდგომ 12.2. პუნქტში მითითებული პირობების სრული დაცვით.

12.4. ნებისმიერი 12.1. პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება/ცვლილება წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

12.5. ქირავნობის ვადის ცვლილება/ვადაგაგრძელება შესაძლებელია ამავე ვადის დასრულებიდან 15 დღემდე ვადაში.

12.6. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების სამართლებრივ ძალაზე.

12.7. წინამდებარე ხელშეკრულებაში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა ხელშეკრულების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.

12.8. დამქირავებელი ვალდებულია გამქირავებლის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც მოთხოვნილი იქნება გამქირავებლის მიერ ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

12.9. ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება გამქირავებელს დამქირავებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად კრებითია და დაემატება ამ ხელშეკრულებით ან კანონით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.

12.10. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულია გამქირავებლის იურიდიული მისამართი.

12.11. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.

12.12. გამქირავებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულების პირობების ცალმხრივად შეცვლის შემთხვევაში, გამქირავებელი ვალდებულია დამქირავებელს აცნობოს ცვლილების შესახებ ელექტრონული ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ცვლილების განხორციელებამდე 1 კვირით ადრე. გამქირავებელს არ ეკისრება წინასწარი შეტყობინების ვალდებულება, როდესაც ხელშეკრულების პირობები იცვლება დამქირავებლის სასარგებლოდ.