როგორ მუშაობს

განაცხადი

ჩვენ შევიძენთ თქვენს საკუთრებაში არსებულ მობილურ ტელეფონს, რომელიც ქირით სარგებლობაში გადმოგეცემათ განაცხადში არჩეული ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ გამოისყიდოთ ტელეფონი, გააგრძელოთ გამოსყიდვის ვადა ან ჩაგვაბაროთ.

აირჩიეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნასყიდობის თანხა და გამოსყიდვის ვადა. შეავსეთ ნივთის გაყიდვის განაცხადი.

შეავსეთ მხოლოდ თქვენი ნამდვილი მონაცემები. აუცილებლად გაეცანით პირობებს. გაიარეთ აქტივაცია.

ხელი მოაწერეთ ხელშეკრულებას და თანხმობას. ხელის მოწერა ხდება კოდის მეშვეობით, რომელიც იგზავნება განაცხადში მითითებულ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერზე. 

აუცილებელია გაიაროთ იდენტიფიკაცია. ამისათვის, პირადი საბანკო ანგარიშიდან ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხეთ 1 თეთრი (0.01 ლარი). 1 თეთრის (0.01 ლარის) გადმორიცხვა შეგიძლიათ ინტერნეტ ბანკიდან ან ბანკის ფილიალიდან.

თანხის მიღება

განაცხადის დამტკიცების შემდეგ თანხა გადმოგერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.

ვალდებულების დაფარვა

ვალდებულების დაფარვა შესაძლებელია ALMAL-ის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით, როგორც ინტერნეტ ბანკიდან, ასევე ბანკის ფილიალიდან.

ვადის გაგრძელება

თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ გამოსყიდვის ვადა. დეტალები იხილეთ ხელშეკრულების პირობებში.

 

ჩვენი საბანკო ანგარიშები:

თიბისი ბანკი

ბანკის კოდი: TBCBGE22

ანგარიშის ნომერი: GE43TB7752136020100001

 

საქართველოს ბანკი       

ბანკის კოდი: BAGAGE22       

ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000669281200

 

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00

 

გაითვალისწინეთ!

საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის მომხმარებელთათვის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 19:00 საათამდე განხორციელებული გადარიცხვები აისახება იმავე დღეს, ხოლო 19:00 საათის შემდეგ შესრულებული გადარიცხვები აისახება მომდევნო დღეს. შაბათ-კვირას 16:00 საათამდე განხორციელებული გადარიცხვები აისახება იმავე დღეს.

სხვა ბანკების შემთხვევაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 16:00 საათამდე განხორციელებული გადარიცხვები აისახება იმავე დღეს. პარასკევს 16:00 საათის შემდეგ და შაბათ-კვირას განხორციელებული გადარიცხვები აისახება ორშაბათს (მომდევნო სამუშაო დღეს).