რეგულარული მომხმარებლების პრივილეგიები
რა არის სტატუსი?
ALMAL-ის მომხმარებლებს აქვთ საშუალება განაცხადში აირჩიონ ნასყიდობის ფასი 300 ლარამდე. თუ გსურთ მეტი თანხის არჩევა, უნდა გახდეთ სტატუსის Old, Bronze, Silver, Gold, Platinum ან Diamond მფლობელი. Old სტატუსის მქონე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს 350 ლარამდე, Bronze სტატუსის მქონე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს 400 ლარამდე, Silver სტატუსის მქონეს 500 ლარამდე, Gold სტატუსის მქონეს 600 ლარი, ხოლო Platinum და Diamond სტატუსის მქონეს - შესაბამისად 800 და 1250 ლარი. სტატუსების ზრდის მიხედვით მცირდება ქირავნობის გადასახადი.
როგორ მივიღო სტატუსი?
სტატუსის მინიჭება ხდება ავტომატურად მომხმარებლის მიერ განხორციელებული ოპერაციების ანალიზის შემდეგ.
სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ALMAL-ის პრივილეგირებული მომხმარებელი. სტატუსი არ შეიძლება შეიძინოთ, მიიღოთ საჩუქრად, აჩუქოთ ან გადაიტანოთ მომხმარებლის სხვა ანგარიშზე.
მომენიჭა სტატუსი, მაგრამ განაცხადი მაინც არ დამიმტკიცდა. რით შეიძლება აღნიშნულის ახსნა?
აღნიშნული შემთხვევა შესაძლებელია. განაცხადის განხილვის დროს ჩვენ ვითვალისწინებთ მომხმარებლის ბევრ მონაცემს. სტატუსის არსებობა ნიშნავს მაღალ ნდობას ჩვენს მომხმარებლის მიმართ, მაგრამ არ უზრუნველყოფს მომხმარებლის განაცხადის დადებითად გადაწყვეტას. თუ გაქვს სტატუსი, მაგრამ თქვენი განაცხადი არ დაკმაყოფილდა - შეამოწმეთ რამდენად დროულად ასრულებთ თქვენს ვალდებულებებს სხვა ორგანიზაციების წინაშე. გაიუმჯობესეთ თქვენი საკრედიტო ისტორია და გააფორმეთ განაცხადი ხელმეორედ. ამ შემთხვევაში დადებითი პასუხის შანსი მნიშვნელოვნად მაღალია.
როგორ გავიგო ჩემი მიმდინარე სტატუსი?
მიმდინარე სტატუსის გაგება შესაძლებელია პირად კაბინეტში.