იდენტიფიკაციის პირობები
განაცხადის შეფასებისა და დამუშავების მიზნით მომხმარებელი თანახმაა, რომ შპს "პროსპერა ერთი"-მ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის მეშვეობით გადაამოწმოს და მიიღოს ორგანიზაციისათვის საჭირო მოცულობის მომხმარებლის პერსონალური მონაცემები. აღნიშნულზე მომხმარებლის ნების დადასტურებას წარმოადგენს მომხმარებლის მიერ შპს "პროსპერა ერთი"-მ-ს ანგარიშზე სიმბოლური თანხის 0.01 ლარის გადარიცხვა.
ამასთან ერთად, მომხმარებლის წერილობით თანხმობად მიიჩნევა შპს "პროსპერა ერთი"-სა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც იდება მატერიალური ან კანონმდებლობით დაშვებული ელექტრონული ფორმით. აღნიშნულზე ხელის მოწერით, მომხმარებელი თანხმობას აცხადებს შპს "პროსპერა ერთი"-ს მიერ პერსონალური მონაცემების გადამოწმებაზე, რის საფუძველზეც, შპს "პროსპერა ერთი"-ს ენიჭება მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმების უვადო უფლება, მათ შორის პერსონალური მონაცემებისაც, რომელიც შეიძლება გადამოწმდეს ან მოძიებულ იქნას საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ან/და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან/და სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში და ა.შ.
მომხმარებელი თანახმაა შპს "პროსპერა ერთი"-მ კანონმდებლობით დადგენილი წესით იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისა და მომსახურების გაწევის მიზნით, დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები, მათ შორის, იდენტიფიკაციის პროცესში მოპოვებული ფოტო/ვიდეო მასალა და ბიომეტრიული მონაცემები (სახის მახასიათებლები) და გაიაროს ონლაინ იდენტიფიკაციის პროცესი. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია უტყუარი იდენტიფიკაციისთვის.
მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები შესაძლებელია ხელმისაწვდომი გახდეს მომსახურების გამწევი მესამე პირებისთვის (Identomat Inc), რომლის პროგრამულ უზრუნველყოფასაც იყენებს შპს "პროსპერა ერთი" იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისთვის.
შპს "პროსპერა ერთი"-ისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება ან/და იდენტიფიკაციის პროცესის არასათანადო დასრულება შესაძლოა განაცხადზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, რასაც აცნობიერებს მომხმარებელი და თანხმობას აცხადებს ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების და ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების დასტურთან ერთად. ასეთ შემთხვევებშიშპს "პროსპერა ერთი" უფლებას იტოვებს არ დაასაბუთოს და არ განმარტოს აღნიშნული უარის მიზეზი.





